ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველო

© თათია ნადარეიშვილი

მოგესალმებით,

2022 წელს მხარდამჭერების დახმარებით აღვადგინეთ ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველო და დავიწყეთ ბიბლიოთეკის განახლება.

სამზრუნველოს მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკაში გაკეთდა სამკითხველო სივრცე, მოეწყო მოზარდების ოთახი, განახლდა სტელაჟები და სხვა მნიშვნელოვანი ინვენტარი.

ონტოფოს ბიბლიოთეკა იღებს National Geographic საქართველოსა და კვირის პალიტრის პერიოდულ გამოცემებს. აგრეთვე, ბიბლიოთეკაში ეტაპობრივ ნახლდება წიგნადი ფონდი.

დღემდე სამზრუნველომ უამრავი მეგობარი შეიძინა კერძო, საჯარო, საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობოების სახით. განსაკუთრებით გვიხარია ინდივიდუალური მხარდაჭერები.

მოხარულები ვართ, რომ დაინტერესდით მხარი დაუჭიროთ სოფელ ონტოფოში ბიბლიოთეკის აღდგენასა და მის მულტიფუნქციურ სივრცედ ჩამოყალიბებას.

სამზრუნველოს საორგანიზაციო ჯგუფი ღიაა ახალი წევრების მიღებისთვის. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook-ზე

ფინანსური მხარდაჭერისთვის 👇

GE08BG0000000161681915 (საქართველოდან)

GE16TB7647745061100123 (საქართველოდან)

ბიბლიოთეკის მხარდამჭერები

სულ შეგროვილია 16,185.00 ₾ (გრანტი + ქრაუდფანდინგი)

ბიბლიოთეკის მხარდაჭერისთვის დახარჯულია 15,362.82 ₾

  • პერიოდული გამოცემები 302.40 ₾

  • წიგნები 343.08 ₾

  • ინვენტარი & რემონტი 14,054.34 ₾

  • ქრაუდფანდინგის მხარდაჭერა 192.0 ₾

  • ტექნოლოგიები 85.0 ₾

  • სპორტი 384 ₾

ჩვენი მეგობარი კომპანიების მხარდაჭერა დეტალურად იხ აქ

განახლების თარიღი: 24.08.2024