ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველო

© თათია ნადარეიშვილი

მოგესალმებით,

2022 წელს აღვადგინეთ, საუკუნის წინ დაწყებული ინიციატივა - ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველო. შექმნის დღიდან მისი მიზანია, ჩვენ სოფელში, განათლებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა.

ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად სამზრუნველოს გარშემო გაერთიანდა იდეის მხარდამჭერები და ონტოფოს მოსახლეობა. ამ პერიოდის განმავლობაში დავმეგობრდით, კერძო, საჯარო, ქრაუდფანდინგ და დონორი ორგანიზაციები. ერთობლივი ძალებით ვაგრძელებთ ბიბლიოთეკის მხარდაჭერას.

ონტოფოს ბიბლიოთეკა ადგილობრივებსა და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს სთავაზობს მუდმივად განახლებულ წიგნად ფონდს, პერიოდულ გამოცემებს, სამაგიდო თამაშებს, მოზაიკური თავსატეხებს ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველოსა და საბავშვო სივრცეს.

ბიბლიოთეკის განვითარებაზე ზრუნვა გრძელდება. წიგნადი ფონდ და სხვა რესურსები პერმანენტულად განახლდება. იგეგმება სამაგიდო თამაშების პოპულარიზაცია, ელექტრონული კატალოგის შექმნა და ბიბლიოთეკის ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვა.

სამზრუნველოს საორგანიზაციო ჯგუფი ღიაა ახალი წევრების მიღებისთვის. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook-ზე

სამზრუნველო მობილიზებულ თანხებს ხარჯავს პერიოდული გამოცემების, წიგნების, ინვენტარის, რემონტისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. საორგანიზაციო და ადმინისტრაციული საქმიანობა სამზრუნველო წევრების მოხალისეობრივი კონტრიბუციაა.

ფინანსური მხარდაჭერისთვის 👇

GE08BG0000000161681915 (საქართველოდან)

ბიბლიოთეკის მხარდამჭერები

სულ შეგროვილია 17,859.00 ₾ (გრანტი + ქრაუდფანდინგი)

ბიბლიოთეკის მხარდაჭერისთვის დახარჯულია 17,830.62 ₾

  • პერიოდული გამოცემები 562.20 ₾

  • წიგნები 1193.08 ₾

  • ინვენტარი & რემონტი 14,054.34 ₾

  • ქრაუდფანდინგის მხარდაჭერა 192.0 ₾

  • ტექნოლოგიები 85.0 ₾

  • სპორტი 474.0 ₾

  • ესეების კონკურსი 1,268.00 ₾

ჩვენი მეგობარი კომპანიების მხარდაჭერა დეტალურად იხ. აქ

განახლების თარიღი: 28.03.2026