ონტოფოს ბიბლიოთეკის განახლება

ონტოფოს ბიბლიოთეკის განახლების პირველი ტალღა წარმატებით დასრულდა.

ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველო
03-06-2024

ბიბლიოთეკის განახლების პროცესი სწრაფი ტეპებით წინა წავიდა Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი-სა და მხარდაჭერების შემოწირულობების გაერთიანებით.

ბიბლიოთეკასთან, სკოლასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საუბრის შედეგად ჩამოყალიბდა ბიბლიოთეკის განვითარების გეგმა. აღნიშნულის ფარგლებში, სამზრუნველომ მიზნად დაისახა სამკითხველოსა და საბავშვო სივრცეების შექმნა, საცავის გარემონტება, სტელაჟებისა და წიგნადი ფონდის განახლება.

ავტორი: თათია ნადარეიშვილი

ბიბლიოთეკის განახლება რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.

სამკითხველოს სივრცის შექმნის მიზნით ბიბლიოთეკა გაფართოვდა და შემოერთებული სივრცე გარემონტდა.