ონტოფოს ბიბლიოთეკა ორბელიანი მეტის იდეების კონკურსის გამარჯვებულია

ორბელიანი მეტის იდეების კონკურსის გამარჯვებული გახდა ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წარდგენილი პროექტი ““ონტოფოს ბიბლიოთეკის მულტიფუნქციური სივრცე”

ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველო
07-09-2022
© თათია ნადარეიშვილი

ორბელიანი მეტის იდეების კონკურსის გამარჯვებული გახდა ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წარდგენილი პროექტი “ონტოფოს ბიბლიოთეკის მულტიფუნქციური სივრცე”.

მომდევნო თვეების განმავლობაში ორბელიანი მეტის პლატფორმაზე, თქვენი მხარდაჭერით, მოვაგროვებთ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტი” საერთაშორისო ორგანიზაციებისა ან კერძო სექტორისგან მოზიდული ფინანსებით დაგვიჭერს მხარს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ბიბლიოთეკის გაფართოება, კერძოდ შეხვედრებისა და სამკითხველო სივრცის შექმნა. ასევე, ბიბლიოთეკა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა. ბიბლიოთეკის მულტიფუნქციური სივრცე გააერთიანებს კეთილმოწყობილ წიგნების საცავს, სამკითხველოს, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების სივრცეს და სპეციალურ სივრცეს მცირე ასაკის ბავშვებისთვის.