ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველო პირველად აცხადებს ესეების კონკურსს “სამყარო ჩემ გარშემო” ორ კატეგორიაში, V-VII და VII-XII კლასის მოსწავლეები.
ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკა გაფართოვდა და მოეწყო სამკითხველო. ბიბლიოთეკაში, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, წიგნადი ფონდი და პერიოდული გამოცემები მუდმივად ახლდება.
წელს, შემოდგომას, სამზრუნველო პირველად აცხადებს ესეების კონკურსს “სამყარო ჩემ გარშემო” ორ კატეგორიაში - V-VII და VII-XII კლასის მოსწავლეები. თითოეულ კატეგორიაში პირველი სამეული დაჯილდოვდება პრიზებით, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
სამზრუნველოს მხარდამჭერი და მეგობარი ორგანიზაციები მონაწილეობენ საპრიზო ფონდის შევსებაში და, დამატებით გამოყოფენ სპეციალურ ჯილდოებს.
🌱 თეგეტა გრინ პლანეტი სპეციალური პრიზით დააჯილდოებს გარემოს დაცვის თემატიკის ესეს ავტორს. დამატებით თეგეტა გრინ პლანეტი მონაწილეობს კონკურსის ზოგადი საპრიზო ფონდის შევსებაში.
📚 თეგეტა ჰოლდინგი და თეგეტა გრინ პლანეტი ერთობლივად გადასცემენ წიგნადი ფონდის განახლების მიზნით 500 ლარის ვაუჩერს ონტოფოს ბიბლიოთეკას.
📗 National Geographic Magazine საქართველო ორ მონაწილეს ჟურნალის 12 თვის ნომერს გადასცემს.
📗 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ონტოფოს ბიბლიოთეკას გადასცემს ესეების კონკურსისთვის საჭირო წიგნებს.
📗 ბიბლუსი შეიტანს წვლილს კონკურსის ზოგადი საპრიზო ფონდის შევსებაში და ონტოფოს ბიბლიოთეკას გადასცემს ესეების კონკურსისთვის საჭირო წიგნებს.

თუ ხართ V-XII კლასის მოსწავლე და ცხოვრობთ სოფელ ონტოფოში გააგრძელეთ ინსტრუქციის კითხვა!
გვიხარია, რომ დაინტერესდით ესეების კონკურსით. გააგრძელეთ ინსტრუქციის კითხვა. ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერილია კონკურსში მონაწილეობის წესები.
ნაბიჯი 1: შეარჩიეთ ხელმძღვანელი ხელმძღვანელი შეიძლება იყოს თქვენი მეზობელი, მასწავლებელი, მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი.
ნაბიჯი 2: ეწვიეთ ონტოფოს ბიბლიოთეკას შეარჩიეთ წიგნი და გამოიწერეთ. წიგნის გამოწერა კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა. (თქვენი ან თქვენი მშობლის) სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ ბიბლიოთეკაში ვიზიტის ამსახველი ფოტო ჰაშთაგით #სამყაროჩემგარშემო.
ნაბიჯი 4: მოამზადეთ ესე სწორად
ნაბიჯი 5: ატვირთეთ ესე 9 დეკემბრამდე გილოცავთ, თქვენ უკვე მოამზადეთ ესე. თქვენი ესე ბმულზე ატვირთეთ 2025 წლის 9 დეკემბრის 20:00 საათამდე.
ამის შემდეგ, კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი ერთვება. თქვენი ესე გადაეგზავნება ჟიურის სამ წევრს, რომელიც შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს თქვენს ესეებს.
შესაბამისობა
კონკურსის წესებთან შესაბამისობა
უნიკალურობა
ორიგინალური მიდგომა
კავშირი წიგნთან
შერჩეულ წიგნთან კავშირი
ენა და სტილი
გრამატიკა და ორთოგრაფია
მოსწავლეს გადაეცემა ბიბლუსის ვაუჩერი
მოსწავლეს გადაეცემა ბიბლუსის ვაუჩერი
თეგეტა გრინ პლანეტი სპეციალურ ჯილდოს (200 ლარი) გადასცემს საუკეთესო ესეს ავტორს, რომელიც დაწერილია თემაზე: პლანეტის დაცვა, ბუნების გაფრთხილება და მოვლა
მოსწავლეს გადაეცემა ბიბლუსის ვაუჩერი